geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება  უფროსი სპეციალისტი რუსთავის იუსტიციის სახლში (სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" სერვისების მიმართულებით)

 

კონკურსის ტიპი   ღია კონკურსი

 

ორგანიზაცია  სსიპ - იუსტიციის სახლი

 

განცხადების ბოლო ვადა   11.03.2023

 

თანამდებობრივი სარგო:  1573 ლარი

 

ადგილების რაოდენობა  1

 

სამსახურის ადგილმდებარეობა  რუსთავი

 

სამუშაოს ტიპი  სრული განაკვეთი

 

გამოსაცდელი ვადა   6 თვე

 

ფუნქციები

• მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა და მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე დადგენილი პროცედურისა და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განცხადებების მიღება;

• მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

• პროგრამაში სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა;

• ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და დადგენილი წესის შესაბამისად, ხელმოწერითა და სსიპ „იუსტიციის სახლის“ შტამპით დამოწმება;

• უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისათვის განმარტება; • მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნა;

• საჭიროების შემთხვევაში, დამზადებული დოკუმენტების გადაცემა უფლებამოსილ პირებზე;

• დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;

• დღის განმავლობაში მომხმარებლებზე გადაცემული დამზადებული დოკუმენტების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწესრიგება და დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა;

• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;

• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;

• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;

• მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ან/და უფლებამოსილი პირის დროული ინფორმირება;

• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;

• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება     ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება    1 წელი

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ ბმული